logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნუკრი ქანთარია მოსამართლეობის კანდიდატს:  მე არ ვითხოვ სწორ პასუხებს, მე გთხოვთ კითხვებს გასცეთ გულწრფელი პასუხები
ნუკრი ქანთარია მოსამართლეობის კანდიდატს: მე არ ვითხოვ სწორ პასუხებს, მე გთხოვთ კითხვებს გასცეთ გულწრფელი პასუხები
13:27 24.09.2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატის, მერაბ გაბინაშვილის კანდიდატურის განხილვისას, დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ რამდენიმე კითხვით მიმართა მას. „მე არ ვითხოვ სწორ პასუხებს, მე გთხოვთ კითხვებს გასცეთ გულწრფელი პასუხები, ვინაიდან, ვთვლი, რომ გულწრფელობა ახლა არის უმთავრესი“,- მიმართა ნუკრი ქანთარიამ მოსამართლეობის კანდიდატს.

ნუკრი ქანთარია დაინტერესდა რა მიზეზით და მოტივაციით იყო განპირობებული მერაბ გაბინაშვილის მხრიდან პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილება 2006 წელს, იმ რეალობის და ატმოსფეროს გათვალისწინებით, რომელიც სასამართლო სისტემაში 2006 წლისთვის არსებობდა. დეპუტატი ასევე დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის მოსაზრებით, თუ რამდენად შეძლო მან სასამართლო სისტემაში მისვლის შემდეგ არსებული გარემო შეეცვალა.

„თქვენ 2006 წელს შემოხვედით ამ პროფესიაში. ფაქტიურად შეიცვალეთ პროფესია. 2006 წელი არის კულმინაცია იმ რეჟიმის. პირადად თქვენ, რამ გადაგაწყვეტინათ პროფესიის შეცვლა და რა იდეით მიხვედით. იმ პერიოდის სასამართლო, დუმს. ამ დროს, თქვენ იცვლით პროფესიას და შედიხართ ამ კოჰორტაში, იმიტომ, რომ თქვენი მუშაობით იყოთ სამაგალითო, შეცვალოთ რამე და თქვენი კვალი დაამჩნიოთ, თუ ეს იყო თქვენი მხრიდან სურვილი უკეთესი ხელფასის და სტაბილური მდგომარეობის?

უკვე ამ სფეროში მუშაობის განმავლობაში, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რა კვალი დაამჩნიეთ, შეცვალეთ თუ არა თქვენი ობიექტურობით, პირდაპირობით, სამართლიანობით, იმ გარემოს, სადაც თქვენ დაიწყეთ მოღვაწეობა? და თუ გაქვთ რამე სინანულის გრძნობა, რომ რამე უნდა გაგეკეთებინათ, რამე გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ და ვერ შეძელით რიგი გარემოებების გამო,“-მიმართა ნუკრი ქანთარიამ მერაბ გაბინაშვილს.

პარლამენტის წევრის შეკითხვა ასევე მერაბ გაბინაშვილის განაჩენების მიმართ არსებული საჩივრების რაოდენობას შეეხებოდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა