logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა
კახა კალაძე ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა
21:19 23.09.2019
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ქსავიერ კადორესა და კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებებს.

საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის რეფორმას და თვითმმართველობის პროცესებში ქალთა მეტი ჩართულობის საკითხებს.

„ვფიქრობ, 2019 წელი მნიშვნელოვანი თარიღია როგორც საქართველოს, ასევე ევროპის საბჭოსთვის. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის საბჭოს შექმნის 70, ხოლო ევროპის საბჭოს კონგრესის დაფუძნების 25 წლისთავს. წელს ასევე სრულდება 20 წელი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან. ამ ხნის მანძილზე ჩვენ გვქონდა და გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა არაერთ სფეროში. ამ დღეებში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დეცენტრალზიაციის ახალ, ამბიციურ სტრატეგიას, რომლის განხორცილებაში ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება კონგრესის მონაწილეობა და წარმატებული თანამშრომლობის არსებული პრაქტიკის გაგრძელება", -განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

კახა კალაძემ ევროპის საბჭოს კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ანდრეას კიფერმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს აქტიური ურთიერთთანამშრომლობისთვის. მან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს წარმატებები უსურვა და თანადგომა აღუთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების პროექტების განყოფილების უფროსი მარიტე მორასი, თბილისის საკრებულოს დეპუტატები- ბექა დავითულიანი და თამარ ტალიაშვილი, რომელიც ასევე ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტია.

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ხვალ გაიმართება ევროსაბჭში საქართველოს გაწევრიანების იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა