logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია მსოფლიო ბანკის დირექტორს: საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა, რეგიონული დატვირთვის პროექტებს უდიდესი ყურადღება ეთმობა
გიორგი გახარია მსოფლიო ბანკის დირექტორს: საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა, რეგიონული დატვირთვის პროექტებს უდიდესი ყურადღება ეთმობა
17:43 23.09.2019
"საქართველოს მთავრობა მიესალმება მსოფლიო ბანკთან ეფექტურ და ნაყოფიერი თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში ქვეყანამ მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღო", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ინფრასტრუქტურის საგრძნობლად გაუმჯობესება, ასევე - მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა და შესაბამისად, რეგიონული დატვირთვის პროექტებს უდიდესი ყურადღება ეთმობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რაც საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

საუბრისას, დადებითად შეფასდა პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების(DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა 2019-2022 წლების პარტნიორობის ჩარჩოს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა