logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა
არჩილ თალაკვაძე: არის წინაპირობები, რომ შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა
11:04 22.09.2019
„ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას საარჩევნო კანონმდებლობაში. წლების განმავლობაში, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რომ ეს ნაბიჯები გადაედგა, იმიტომ, რომ ხელისუფლებებს ეგონათ, ამას გააკეთებდნენ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, როცა ოპოზიციაში გადადიოდნენ, მერე ითხოვდნენ იმას, რაც მანამდე შეეძლოთ გაეკეთებინათ. ჩვენ ამ ცვლილებებს ვაკეთებთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა იმ ძირითადი ცვლილებების არსი, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ, საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინების შედეგად, 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ მიღებული დემოკრატიული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გახსნის პოლიტიკურ სისტემას და პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის მეტ შანსებს მისცემს.

„ეს მოგვცემს ნაკლებ დესტაბილიზაციას გარეთ და პარლამენტის შიგნით მეტ, უფრო აქტიურ პოლიტიკურ პროცესს. ჯერჯერობით კონსულტაციები კარგად მიდის, რომელშიც 70-ზე მეტი მონაწილე არის ჩართული. არის წინაპირობები, რომ შეთანხმებები შედგეს და მართლაც შეთანხმების გზით შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა. ეს არის უდავოდ ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილებები და გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს გადაწყვეტილებები ავსახოთ კანონმდებლობაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი აზრისა და მხარეთა ფართო ჩართულობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ არჩევნების პროპორციული წესით 2024 წელს ჩატარების არგუმენტები დღესაც არსებობს, მაგრამ უპირატესი მმართველი გუნდისთვის საზოგადოების აზრი და დაკვეთაა.

„დემოკრატიაში მთავარი არის ხალხის აზრი. ჩვენ ვენდობით ჩვენს ამომრჩეველს, ვენდობით მოქალაქეებს. რა არჩევანსაც ისინი გააკეთებენ, ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ“,- აღნიშნა მან.

არჩილ თალაკვაძემ პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებული ცვლილებები და მთავარი პრინციპებიც განმარტა. „ძალიან პრინციპულ ცვლილებას ვთავაზობთ ოპოზიციას და ისინიც ეთანხმებიან ამ ცვლილებებს:

შემოგვაქვს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ დაფინანსებას - ვინც რამდენ ხმას აიღებს არჩევნებში, იმის მიხედვით ექნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, ამასთან, შემოგვაქვს რეგრესული წესიც: იმის გარდა, რომ დაფინანსება პროპორციულად განაწილდება, იმოქმედებს რეგრესული წესიც, რაც ნიშნავს, რომ პარტიებს, ვინც ნაკლები ამომრჩეველი მოიზიდა - ხმებთან შედარებით მეტი დაფინანსება გამოეყოფა. ამ პრინციპით, გარკვეული წახალისება მოხდება და ახალ პარტიებსაც მიეცემათ საშუალება, რომ იმუშაონ და გაძლიერდნენ. თუ დიდი წარმატებული პარტია მიიღებს ყოველთვის უფრო მეტ დაფინანსებას, მომავალში კონკურენცია ვერ იქნება სამართლიანი. ამიტომ ჩვენ ამ პრინციპსაც ვითვალისწინებთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა