logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ოკუპაციასთან ბრძოლას გულზე მჯიღის ცემისა და აგრესიული ფსევდო-პატრიოტიზმის ნაცვლად, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა სჭირდება
არჩილ თალაკვაძე: ოკუპაციასთან ბრძოლას გულზე მჯიღის ცემისა და აგრესიული ფსევდო-პატრიოტიზმის ნაცვლად, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა სჭირდება
10:43 22.09.2019
„როდესაც ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენს პოლიტიკაზე ვინმეს ჩვენთან აქვს შენიშვნები, იმ პოლიტიკოსებმა ჯერ საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, თვითონ როგორ უზრუნველყვეს ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის დაცვა“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტთა განცხადებებს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი არათანმიმდევრულ ანტი საოკუპაციო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში უპასუხა.

„ შემთხვევით, ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც აცხადებდა, რომ ადამიანის უფლებათა ერთგულები იყვნენ და ამავდროულად, ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც ამბობდა, რომ დასავლურ ორიენტაციას უჭერდა მხარს და დასავლეთის ყველა ღირებულება ფეხქვეშ გათელეს, ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც რეზოლუციებს აწერდნენ ხელს, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ისეთ საკითხებში, რომელზეც ამ ქვეყნის არცერთი მოქალაქე ხელს არ უნდა მოაწერდა. ეს ხალხი თუ გვეუბნება, რომ არათანმიმდევრულები ხართო, გასაგებია“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ 2012 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ერთერთი უმთავრესი მიღწევა ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობაა.

მისივე თქმით, ოკუპაცია ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის ათ ძირითად გამოწვევაშიც აისახა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, ამავდროულად თავისი მიმართულებები აქვს მთავრობასაც, სადაც კონკრეტული პროექტების გაგრძელებას გეგმავს - იქნება ეს სარწყავი სისტემები, იქნება ეს სოციალური ინფრასტრუქტურა, მეწარმეობის დაფინანსება. ჩვენ კი ვაპირებთ ცვლილებების შეტანას, რომლითაც საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლები მიიღებენ დამატებით ბენეფიტებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როდესაც ასი ათასობით მოქალაქის უსაფრთხოებაზე და მშვიდობაზე ხარ პასუხისმგებელი, არ გაქვს ისეთი ნაბიჯების გადადგმის უფლება, რისკენაც მმართველ გუნდს ოპონენტები მოუწოდებენ. მისივე შეფასებით, ოკუპაციასთან ბრძოლას გულზე მჯიღის ცემისა და აგრესიული ფსევდო-პატრიოტიზმის ნაცვლად, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა სჭირდება.

„როცა ტერიტორიების 20 პროცენტი წართმეული გაქვს, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში შენი მოქალაქეები იტანჯებიან, ჯანდაცვა და ელემენტარული საარსებო პირობები არ აქვთ, რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ჩვენი შექმნილი, ეს შექმნა იმ მოცემულობამ, რომელ რეგიონშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამ რეალობას თვალის გასწორება უნდა, ამ გეოგრაფიას ვერ გავაქრობთ და ამ გეოპოლიტიკას სჭირდება პრაგმატული მიდგომა. გულზე მჯიღის ცემა და აგრესიული ფსევდო-პატრიოტიზმი კი არ სჭირდება, ამას სჭირდება პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა. ოპონენტები ვერ განახორციელებენ ჩვენს მაგივრად საგარეო და ანტი საოკუპაციო პოლიტიკას. სანამ ხელისუფლებაში ვართ, ამას ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა