logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პოლიტიკური გუნდი ორიენტირებულია მომავალზე
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პოლიტიკური გუნდი ორიენტირებულია მომავალზე
10:31 22.09.2019
„პირადად ვარ ბევრ ისეთ ოჯახში ნამყოფი, სადაც რჩება სიღარიბე, სადაც რჩებიან ბავშვები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, რომ ელემენტარული პირობები ჰქონდეთ, სადაც რჩება დასაქმების პრობლემა და სადაც ადამიანები კომუნალურ გადასახადებსაც ზოგჯერ ვერ იხდიან, მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენთვის არის მთავარი ხვალინდელი დღე. ჩვენი გუნდი მთლიანად არის ორიენტირებული მომავალზე“-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანის „ იმედის“ ეთერში გააკეთა.

ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე და შესაბამისი კვლევების შედეგებზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ობიექტური და ტედენციური კვლევები, რომელთა ნაწილსაც არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ ენდობა, თუმცა, იმისათვის, რომ სწორი პოლიტიკა დალაგდეს მომავალში, საჭიროა მოხდეს კვალიფიციური კვლევების და მისი შედეგების გათვალისწინება. „ვინც ჯერ იკვლევს, მერე გეგმავს და მერე აკეთებს, ის არის მხოლოდ წარმატებული“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის გათვალისწინებით ხელისუფლება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გეგმავს.

„განათლებაში ჩვენ ვდებთ ბიუჯეტის 25 პროცენტს. არის თუ არა განათლება იმის შესაძლებობა, რომ მოსახლეობა დასაქმდეს და სიღარიბიდან ამოვიდეს? არის. ინფრასტრუქტურაში ვხარჯავთ ყოველწლიურად 2 მილიარდზე მეტს. ეს ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და მოქალაქეებს აქვთ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, გაზიფიკაცია, წყლის სისტემები. ეს ნიშნავს, რომ მოდის მეტი ტურისტი, მეტი ტვირთები და მეტი ეკონომიკა. ეს არის ის, რაც სიღარიბეს ამცირებს. გადასახადები შევამცირეთ მცირე და საშუალო ბიზნესზე, პრაქტიკულად ერთ პროცენტზე დავიყვანეთ. ეს ნიშნავს, რომ ის ფული, რასაც იხდიდნენ ბიუჯეტში, დარჩებათ, რომ ბიზნესი გააფართოვონ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეტი შემოსავალი ნახონ. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოქალაქეზე არის 4 ათას დოლარზე ცოტა მეტი, სანამ ეს არ გახდება 10 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, ერთ ადამიანზე, ჩვენ მოგვიწევს მუხლჩაუხრელი შრომა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა