logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: შევეცდებით ახალი კონკრეტული შედეგები დავდოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე
თამარ ხულორდავა: შევეცდებით ახალი კონკრეტული შედეგები დავდოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე
14:00 21.09.2019
„ძალიან მნიშვნელოვანი სესია გველოდება წინ. ევროპასთან ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და აქ ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება. ვიმუშავებთ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში, ასევე ევროპული ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაზე. ამ გზით შევეცდებით ახალი კონკრეტული შედეგები დავდოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართული პრეზენტაციის კომენტირებისას, სადაც წარმოდგენილი იყო საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა.

მისივე თქმით, წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის შემდეგ, მთავარი ამოცანაა დამუშავდეს კონკრეტული იდეები და დაიწყოს მათი ევროკავშირისთვის მიწოდება იმ შესაძლებლობების თაობაზე, რაც საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრაციამდე აქვს, რათა გაჩნდეს ისეთი კონკრეტული ხელშესახები შედეგები, როგორიც იყო მაგალითად, უვიზო მიმოსვლა.

„სწორედ, შემდეგი ასეთი ნაბიჯების განსაზღვრაზე ვიწყებთ ევროკავშირთან მუშაობას“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გრძელდება მუშაობა საკანონმდებლო დაახლოებაზე და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე, რომელიც პრაქტიკულად, ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს, რომელიც აქტუალური იქნება პარლამენტისთვის საშემოდგომო სესიაზე.

„ეტაპობრივად გვინდა დავნერგოთ მაღალი ევროპული სტანდარტი ყველა მიმართულებით, იქნება ეს გარემოს დაცვა, თუ სოციალური საკითხები. ამ სესიის ფარგლებში, ვიმუშავებთ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონზე, რომელიც ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ასევე, დაწყებულია მუშაობა შრომით უფლებებთან დაკავშირებით, გაგრძელდება კონსულტაციები ამ საკითხზე და იმედია, რომ შედეგებამდე მივალთ. ასე, რომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და მოწოდებული ვართ, რომ ეს საქმეები კონკრეტული შედეგებით დავასრულოთ საშემოდგომო სესიის ბოლოს“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა