logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სავალან მირზოევი: მჯერა, რომ ქართველებთან ერთად სწორედ არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში როგორზეც ყველა ვოცნებობთ
სავალან მირზოევი: მჯერა, რომ ქართველებთან ერთად სწორედ არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში როგორზეც ყველა ვოცნებობთ
10:56 21.09.2019
პარლამენტის წევრმა, სავალან მირზოევმა პლენარულ სხდომაზე, განცხადება გააკეთა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ფლობდეს ქართულ ენას. უნდა გვესმოდეს - იცოდე სახელმწიფო ენა, ქართული ენის ცოდნა მნიშვნელოვანია ისეთ მრავალეროვან ქვეყანაში, როგორიც ჩვენი საქართველოა. თუ არ იცი სახელმწიფო ენა დისტანცირებული ხარ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მონაწილეობას ვერ იღებ ქვეყნის აღმშენებლობაში, არ ხარ ჩართული პოლიტიკური ცხოვრებაში. საბედნიეროდ ჩვენმა ხელისფლებამ სახელმწიფო ენის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. მე როგორც აზერბაიჯანელი ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით, თავის დროზე, პრობლემებს ვაწყდებოდი, ახლა კი ეს პრობლემები აღარ არსებობს და სახელწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს ყველას, ვისაც კი სურვილი აქვს ენა ისწავლოს. მე არ მეგულება საქართველოს არცერთი მოქალაქე რომელსაც არ სურდეს იცოდეს სახელმწიფო ენა და ამ მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებულ პროექტებს თავისი სერიოზული დადებითი შედეგი მოყვა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რომელსაც წარმოვადგენ პარლამენტში, ქართული ენის მცოდნეთა რიცხვი გაზრდილია აზერბაიჯანულ მოსახლეობაში.

მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მე და ჩემი კოლეგები, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მუდმივად ხაზს ვუსვამთ ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობას და მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით ხვდება ჩვენს მოწოდებას. მომავალი თაობა მაქსიმალურად ცდილობს არა მხოლოდ სასაუბრო არამედ გრამატიკული ქართული ისწავლოს, ქართული ენის ცოდნა არამარტო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში საქართველოში არ იქნება რეგიონი და არ იქნება სოფელი სადაც ქართულ ენაზე არ ისაუბრებს. მჯერა, რომ ქართველებთან ერთად სწორედ არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში როგორზეც ყველა ვოცნებობთ“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა