კოალიცია „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წევრი მზადაა დებატებში „ნაციონალური მოძრაობის“ შესაბამის კანდიდატს დაუპირისპირდეს. ამის
შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კოალიცია დებატებისთვის მზადაა, მაგრამ ვინ დაჯდება ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენელთან დებატებში, ამას კოალიცია თავად გადაწყვეტს.
უსუფაშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იმართება, „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენელი მზადაა, ტელე-დებატებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს დაუპირისპირდეს.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ლიდერებს შორის პაექრობას, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, „ქართული ოცნების“ ლიდერი კი, ბიძინა ივანიშვილი. თუ სააკაშვილი ამ პოსტიდან გადადგა, გვითხრას თუ არა და ლიდერების დებატებში სწორედ ეს ორი პიროვნება უნდა დაუპირისპირდეს ერთმანეთს“- განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დებატების სრული იგნორირებიდან დღემდე გმირული გზა განვლო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების წაგების საფრთხე იგრძნო.

















