„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით საყვარელიძემ ახალგაზრდებს
პროექტი „ნარკოტიკებისგან თავისუფალი საქართველო“ წარუდგინა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, საყვარელიძემ ახალგაზრდებს საქართველოში ბოლო წლებში ნარკოტიკების მომხმარებელთა და რეალიზატორთა შემცირების დინამიკა გააცნო.
„საუბედუროდ, ჩვენს ოპონენტებს იმ კორუფციული დროის და ნარკოტიკული „აფეთქებების“ მიმართ გაუჩნდათ ნოსტალგია, რაც ადრე საქართველოში ხდებოდა“ - განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც მან განაცხადა, ხალხისთვის მეტი სარგებლის მოტანა ნარკოტიკისგან თავისუფალ საქართველოს ნიშნავს.

















