logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
NDI-ის კვლევა: მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს
NDI-ის კვლევა: მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს
10:44 19.09.2019
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას “ცუდად” აფასებას.

ამავე კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება.

საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობა შეფასდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობას კვლავაც უმეტესად დადებითად აფასებენ.

“გასული წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შეფასება გაუარესდა, რაც სავარაუდოდ, მოსახლეობის მიერ ქვეყნის მიმართულებისა და ეკონომიკის ცუდ შეფასებასთან არის დაკავშირებული,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა.

მისივე თქმით, სამშაბათს გამართულმა კვლევის პრეზენტაციამ აჩვენა, საზოგადოება ეკონომიკურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (92 პროცენტი) 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია
და, ღია კითხვაში, 55 პროცენტი მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას (43 პროცენტი), მაშინ მოქმედ შს მინისტრ გიორგი გახარიას (9 პროცენტი), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას (1-1 პროცენტი) აკისრებს. ასევე, მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ, 8 პროცენტი მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.

გარდა ამისა, ვისაც 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია, მათგან 68 პროცენტი ფიქრობს,
რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის დაშლისას გადამეტებული ძალა გამოიყენა. მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ და ფიქრობს, რომ მთავრობამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 71 პროცენტს მიაჩნია, რომ მათ მიმართ, ვინც გადამეტებული ძალა გამოიყენა, სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა. თუმცა, საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით - მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ, 46 პროცენტი ეთანხმება, ხოლო 39 პროცენტი არ ეთანხმება გიორგი გახრიას გადადგომის მოთხოვნას.

“საზოგადოება 20 ივნისის მოვლენებსა და შემდგომ საპროტესტო აქციებზე მთავრობის
პასუხით არ არის კმაყოფილი და პასუხისმგებლობას ძირითადად ხელისფულებას
აკისრებს” - განაცხადა თორნტონმა.

მისი თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ სათანადო ზომები გაატაროს და პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა ჩაიდინა. ეს აუცილებელია, რათა მოსახლეობას ჰქონდეს რწმენა, რომ ხელისუფლებას შესწევს უნარი მომავალში საპროტესტო აქციებს მშვიდობიანად გაუმკლავდეს.

მოსახლეობის უმეტესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. 19 პროცენტი - მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას”, 9 პროცენტი - ოპოზიციურ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 4-4 პროცენტი “ევროპულ საქართველო-თავისუფალ დემოკრატებსა” და “პატრიოტთა ალიანსს” ასახელებს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მოქალაქეების 59 პროცენტი წავიდოდა ხმის მისაცემად, თუმცა მოსახლეობის 57 პროცენტს, ამ მომენტისთვის, არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის შემოხაზავდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.crrc.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა