logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზვიად ძიძიგური: რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებულია პოლიტიკური ველი, მით უკეთესია ქვეყნისთვის
ზვიად ძიძიგური: რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებულია პოლიტიკური ველი, მით უკეთესია ქვეყნისთვის
10:29 19.09.2019
„რაც უფრო მეტად იქნება დივერსიფიცირებული პოლიტიკური ველი, მით უკეთესია საქართველოსთვის“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ განაცხადს.

„არ მომისმენია, რას პირდებიან ამომრჩეველს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. არ მგონია, რომ მათი ღერძი მიმართულება იყოს არჩევნებში ანაკლიის თემით წასვლა. რას პირდები ამომრჩეველს, რა კონკრეტული გეგმა გაქვს - ამის მიხედვით გვექნება აზრი, ისინი ჩვენი კონკურენტები არიან, თუ არა“,- განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ზვიად ძიძიგურმა.

მისივე შეფასებით, 2020 წელს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, ორპოლუსიანი არჩევნები დასრულდება, ხოლო ის, თუ რამდენ მანდატს მიიღებს ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტია, დამოკიდებული იქნება იმ პროგრამაზე, რომელსაც ისინი ამომრჩეველს შესთავაზებენ.

„ჩვენ კარგად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამიტომ, გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია თავად ხალხთან გასაუბრება, ხალხისთვის იმ პროგრამების შეთავაზება, რის გამოც მათ მხარი უნდა დაგვიჭირონ. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით.

ვფიქრობ, რომ დაახლოებით, 30-მდე პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. აუცილებლად იქნება საჭირო კოალიციური შეთანხმება და მიმაჩნია, რომ საქართველო პოლიტიკურად მიდის იმ კონდიციამდე, როდესაც მან პირველად, თავისი უახლესი ისტორიის პირობებში, პირველად უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება „ქართული ოცნების“ ლიდერობაში, ის, რომ რომელიმე პარტიამ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა, ნაკლებად შესაძლებელი მგონია, იმიტომ, რომ დიდი კონკურენცია იქნება პოლიტიკურ ველზე. დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლისთვის უპრეცენდენტო აქტივობის არჩევნებს მივიღებთ “,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა