„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით
ბაქრაძემ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია წარადგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) ყოფილი უფროსის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის დათა ახალაიას მამა, როლანდ ახალია საოლქო პროკურორის თანამდებობაზე 2004 წლიდან მუშაობს.
2005 წლის 26 მაისს როლანდ ახალია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ასევე, მას მიღებული აქვს უმაღლესი საეკლესიო ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი.
დღესვე, ბაქრაძემ ხობის რაიონში მმართველი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატად გოდერძი ბუკია და მარტვილში - ნაულ ჯანაშია დაასახელა.

















