პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა აცხადებს, რომ
„ქართულ დასს“ ის პირდაპირი წესით ვერ დააფინანსებს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ზეწოლის მიუხედავად, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შემოწირულობას გაიღებენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა. მიუხედავად ამისა, პარტია არჩევნებში მონაწილეობას სხვა ფორმით გეგმავს. როგორც გულუამ განაცხადა, „განახლებული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად „ქართული დასის“ სახელით იბრძოლებენ.
გულუა მიიჩნევს, რომ ცესკო-მ „განახლებული საქართველოსთვის“ განგებ არ დაარეგისტრირა, რათა ის საარჩევნო პროცესებიდან ჩამოეშორებინა. ამასთან, პარტიის მრჩეველი ეჭვობს, რომ შესაძლოა, კომისიამ არჩევნებიდან „ქართული ოცნებაც“ მოხსნას, რადგან მან „ფულის ლიმიტი ამოწურა“.

















