logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
რომან კაკულია: მივესალმები ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევის პროცესს და დიდი ფესვების მქონე ტყუილის დამთავრებას
რომან კაკულია: მივესალმები ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევის პროცესს და დიდი ფესვების მქონე ტყუილის დამთავრებას
15:36 16.09.2019
„მივესალმები ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევის პროცესს და დიდი ფესვების მქონე ტყუილის დამთავრებას", - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ “ევროპული საქართველოს“ მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღების შესახებ განაცხადა, რომ ერთი დღეც არ გაჩერდება იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ევროპულ ორიენტაციაშიც შეიძლება ეჭვი შეეპაროს:

„პირველ რიგში, მინდა მკაფიოდ დავუჭირო მხარი უმრავლესობის ლიდერის პათოსს და განცხადებას, იმიტომ, რომ ეს თემა, რომელიც დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკისადმი ჩვენს დამოკიდებულებასთან და იმ უსაფუძვლო ბრალდებებთან, რომელიც ისმოდა „ქართული ოცნების“ მიმართულებით, სათავეს იღებს 2012 წლიდან, უფრო სწორად 2012 წლამდე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეცდომაში შეეყვანა სრულიად განვითარებული სამყარო, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არის პრორუსული, ამიტომ გარკვეული გადაცდომები შესაძლებელია იყოს იმიტომ, რომ ისინი ებრძვიან აბსოლუტურად პრორუსულ ოპოზიას. შემდეგ კი, როდესაც მათ სრულიად დისკრედიტირებულებმა, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხში, არამედ საგარეო პოლიტიკაშიც წარუმეტებელი კატასტროფული ნაბიჯების გამო დატოვეს ხელისუფლება, მათ დარჩათ ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც შეეცადნენ გაეგრძელებინათ არსებობა და მომავალი პერსპექტივა შეექმნათ. კვლავ პრორუსული(ობაზე?) ხელისუფლებაში მოსული ძალის პრორუსულობაზე საუბარი იყო ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც მათ გააგრძელეს მოღვაწეობა და ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა პერიოდულობით გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდნენ“.

რომან კაკულია ამბობს, რომ ახლა, როდესაც ქვეყნა შედის საარჩვენო პროცესში, საზოგადოებას მოუწევს იმსჯელოს არა მხოლოდ იმით, რასაც საუბრობენ ადამიანები, არამედ დაფიქრდნენ, თუ რა ალაპარაკებს ამ ადამიანებს და რა მოტივაციები დგას მათ უკან: „ერთი დღე არ გავჩერდები ისეთ პოლიტიკურ ძალაში, რომელშიც ეჭვი მეპარება, რომ ის არ არის ევროპული ორიენტაციის. მაგრამ ის შეფასებები, რითაც ფასდება პროევროპულობა, პროდასავლურობა, პრორუსულობა, ეს ბავშვური, მიამიტური, ხშირ შემთხვევაში მავნებლური განმარტებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და სწორედ ამის დასაწყისი იყო სწორედ ის განცხადება, რაც დღეს ბატონმა გიამ (ვოლსკი) გააკეთა, რომელიც არის მთლიანად გუნდში მოფიქრებული პოზიციის გამოვლინება. მხარს ვუჭერ მას ბოლომდე და მინდა, ასევე, საზოგადოებამ გაიგოს, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი, საბოლოოდ შედეგზე და არა მიზნებზე მოქადაგე პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს ქვეყნის სათავეში, რომელიც ყველა სცენარით საბოლოო შედეგზე პასუხს აგებს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
მისი თქმით, რუსეთისაგან მომავალი საფრთხეების გაანალიზება არის ვალდებულება შვილების, მომავალი თობების წინაშე, რომელთაც მხოლოდ ევროპული მომავალი წარმოუდგენიათ თავის მომავლად:
„ამიტომ ნებისმიერი საფრთხე, რომელმაც შეიძლება ბარიერი შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას, რომელიც გადის ევროპაში ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელიც გადის იმ გრძელვადიან სტაბილურობაზე, რომელშიც შესაძლებელია, მიღებული იქნას ის რესურსები, რომელმაც შესაძლოა გახადოს ჩვენი რეალობა ევროპაში ინტაგრაციისა, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამასთან წინააღმდეგობაში მოდის, არის ხელოვნური პროცესი და ამის ეჭვის საფუძველი არსებობს, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, შეიძლება ყველაზე არ ვთქვა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომელთა პოლიტიკაც იყო - ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, წყალსაც წაუღია მთელი ქვეყანა! რადგან ეს გამოცდილება არსებობს, ეს ზრდის იმ ეჭვებს, რომ მიზანმიმართულია ყველა ის ქმედება, რომელმაც დესტაბილიზაცია უნდა მოიტანოს ამ ქვეყანაში“.
რომან კაკულიას თქმით, „ქართული ოცნებაში“ ნამდვილად არის ყველა რესურსი, რომ ჩვენს საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას დავანახოთ რას ნიშნავს რეალურად პროევროპულობა. მან თავის კომენტარში აქცენტი გააკეთა, ასევე, პოლიტიკური მოძრაობების სახლწოდებებზე, რომელსაც ისინი ირქმევენ:
„სამწუხაროდ პრივატიზებულია ის ძალიან მნიშვნელოვანი სახელები, რომელიც განასახიერებს ჩვენს მიზნებს. „ევროპული საქართველო“ - ამაზე დიდი იდეა დღეს საქართველოში არ არსებობს, მაგრამ ვინც ეს სახელი დაირქვა, ისინი რამდენად განასახიერებენ ამას, იმედია, არჩევნებში საზოგადოება თვითონ გააკეთებს ამ დასკვნას. ვიღაცა „პატრიოტია“, ისინიც რამდენად არიან ამის განმახორცეიელებელი, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა და მივესალმები ამ პროცესს - ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევას და ხანგრძლივი, ძალიან დიდი ფესვების მქონე ტყულის დამთავრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს პროევროპულობა და რას ნიშნავს პრორუსულობა“,- განაცხადა კაკულიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა