დღეს, 15:00 საათზე, საქარათველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საზოგადოებას განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დაესწრება.

















