საქართველოს დღეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა
და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესტუმრება.
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდებიან. 30 მოსწავლე, ევროკავშირთან თანამშრომლობის მასშტაბური პროექტის პირველ ფაზაში, პროგრამას „ახალი სკოლის“ ბაზაზე გაივლის. ამავე ტერიტორიაზე სტუმრები მდებარე საერთო საცხოვრებელს დაათვალიერებენ.
შემდგ იოჰანეს ჰანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და თბილისის მერი, კახი კალაძე ევროკავშირის სტანდარტების მქონე „ევროპული სკოლის“ ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებენ.
14:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

















