logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მედლინ მუდი: ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამ არის იფიქრო, რომ დემოკრატია მხოლოდ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა
მედლინ მუდი: ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამ არის იფიქრო, რომ დემოკრატია მხოლოდ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა
18:09 12.09.2019
„ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამ, რაც შეიძლება დემოკრატიაში გააკეთო, არის ფიქრი იმისა, რომ დემოკრატია მხოლოდ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა - ეს ასე არ არის, ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას“,- ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ და მედელინ მუდმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

„თითოეულ მოქალაქეს ეკისრება პასუხისმგებლობა, მოისმინოს, გააცნობიეროს და გააანალიზოს ის, რასაც ისმენენ. ყველაზე დიდი რისკი დემოკრატიებში არის დებატების გაჩერება, ასევე, ისინი, ვისაც სურს დემოკრატიის განადგურება, შეეცდებიან რომ ისარგებლონ დემოკრატიის ღიაობითა და გამჭვირვალობით, რათა შეუტიონ მას. ასე რომ თქვენს წინაშე არსებული გამოწვევა, და ნამდვილად გაქვთ დიდი გამოწვევები ამ მიმართულებით, არის ღია მედიის, ღია პოლიტიკური დისკუსიების შენარჩუნება და იმ ხმების შენარჩუნება, ვისაც მკაცრად არ ეთანხმებით, არ მოგწონთ და ეწინააღმდეგებით თქვენი არსების თითოეული უჯრედით. მარტივი საქმე მათი გაჩუმება და გაჩერებაა. ჭკვიანურია წესების დაწესება. დიახ, ხალხს აქვს დემონსტრაციების გამართვის უფლება, მაგრამ კანონის ფარგლებში. არ შეგეშინდეთ მოკავშირეების განაწყენებისა, რადგან მათ კარებთან დემონსტრაციებია. დემონსტრაციები ჯანსაღი მოვლენაა საზოგადოებაში, მაგრამ არასდროსაა ჯანსაღი ძალადობრივი აქცია. ასე რომ, დარწმუნდით, რომ ესაა მშვიდობიანი, კანონის ფარგლებში, მიეცით ხალხს საშუალება, გამოთქვას საკუთარი სათქმელი მშვიდად“- განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა