პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდემა დავით გამყრელიძემ დღეს ნინოწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარტინ მღდესიანი წარადგინა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მარტინ მღვდესიანი ნინოწმინდის მკვიდრია და რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
პარტიის ლიდერმა შეხვედრისას ნინოწმინდელებს „ახალი მემარჯვენეების“ პროგრამული პრიორიტეტები გააცნო.
გამყრელიძის თქმით, ნინოწმინდის რაიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული პრობლემებია.
„აქაური მიწები გამორჩეულად ნოყიერია და კარგ მოსავალს იძლევა, მაგრამ სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩატარება საწვავისა და ტექნიკის სიძვირის გამო იმდენად ჭირს, რომ მოსახლეობა ხანდახან მიწის დამუშავებაზე ხელსაც კი, იღებს“ – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მისი თქმით, ნინოწმინდაში განსაკუთრებით მძიმეა სარწყავი წყლისა და მოწეული მოსავლის რეალიზაციის პრობლემები.

















