პარტია „თავისუფალმა საქართველომ“, „ტრადიციონალისტთა კავშირმა“ და პოლიტიკურმა მოძრაობამ „თეთრები“ დღეს რუსთავის ოფისში, ქვემო ქართლის ერთიანი
მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს.
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ აღნიშნა, რუსთავის საარჩევნო ოლქში პარტიების ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ბარბაქაძე იქნება.
გარდაბნის საარჩევნო ოლქში - რადა ბაირამოვა, მარნეულის რაიონში - მაჰარ დერზიევი, ხოლო ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით ლობჟანიძე დასახელდა.
პარტიების ლიდერებმა წალკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად ჯემალ ვანაძე, თეთრიწყაროში ლალი აფციაური, ხოლო დმანისში დავით ბარბაქაძე წარადგინეს.
„თავისუფალი საქართველო“ და მისი პარტნიორები რეალურ ოპოზიციურ ძალებს შორის ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებაზე მზადყოფნას გამოთქვამენ.

















