პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ნომრის საკითხის გადაწყვეტა
კანონის შესაბამისად შეეძლო.
„არ ვფიქრობ, რომ ნომერი ეს არის მთავარი საკითხი, თუმცა, ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იყო კანონიერად, იმ რეგულაციების ფარგლებში, რომელიც პარტიების დაჯგუფებას და ნომრების მინიჭებას მოიცავს“ - განაცხადა წერეთელმა.
მისი თქმით, თუ ბლოკმა ამ საკითხის მოგვარება დააგვიანა ან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მისი წარმომადგენლები ამას სხვას არ უნდა აბრალიდნენ.
წერეთელი მიიჩნევს, რომ თუ არსებობს რაიმე სადაო საკითხი, ბლოკს შეუძლია სასამართლოს მიმართოს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებას“ წილისყრის შედეგად საარჩევნო ნომრად 41 მიანიჭა.
„ქართული ოცნება“ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და საარჩევნო ნომრად ბლოკში შემავალი „კონსერვატუიული პარტიის“ საარჩევნო ნომრის - 7-იანის გამოყენებას ითხოვს.

















