საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის
პოლიტიკური კარიერა არ დასრულდება და იგი სხვა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას.
როგორც დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას წერეთელმა აღნიშნა, საქართველოში ბევრი ადამიანის სურვილია, რომ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა არ დასრულდეს.
„ლოგიკა ამბობს, რომ არ დასრულდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ის არ იქნება პრეზიდენტი, არ ექნება უფლება იყოს პოლიტიკაში ამა თუ იმ პოზიციაზე“- განაცხადა წერეთელმა.
რაც შეეხება სააკაშვლის შესაძლო გაპრემიერებას, ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საქმიანობის 4 წლიანი გეგმა წარმოადგინა.

















