„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა გაბუნიას მხარდამჭერებმა
ახალგაზრდული ორგანიზაცია „კრწანისი“ ჩამოაყალიბეს.
ორგანიზაციის ფუნქციებსა და გეგმებზე ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდებთან ერთად ისაუბრა.
მისი თქმით, ახალგაზრდების მხარდაჭერა მისთვის დიდი სტიმული იქნება.
გაბუნიას განმარტებით, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში 12 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გაერთიანებული. ორგანიზაცია სხვადასხვა ღონისძიებას დაგეგმავს და განახორციელებს.
„ჩემთვის ამ ახალგაზრდების მხარდაჭერა სტიმულიცაა და ვალდებულებაც. ამიტომ, ჩემი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ კრწანისში ყველაზე მეტი ახალგაზრდა იყოს დასაქმებული, კრწანისელები იხდიდნენ დაბალ გადასახადებს, მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვა და ამ რაიონში მოგვარდეს ავარიული სახლებისა და სანიაღვრე ქსელების პრობლემა“ - განაცხადა გაბუნიამ.
ახალგაზდრული ორგანიზაცია „კრწანისის“ ერთ-ერთი წევრის, სტუდენტ მარიამ მახარობლიძის თქმით, ზაზა გაბუნია ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ახალგაზრდების დასაქმების ახალი სისტემა აქვს შემუშავებული, რომელიც მალე საკანონმდებლო ინიციატივის სახეს მიიღებს.

















