9-10 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში შავი
ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთის და ბულგარეთის პარლამენტების ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და პარლამენტის თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში პარლამენტის ადმინისტრაციის როლის საკითხებზე დისკუსია გაიმართება.
შეხვედრა 9 სექტემბერს, 14.00 საათზე გაიხსნება.
ღონისძიების მონაწილეებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, დეივიდ ჰობსი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, და პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე მიმართავენ.
10 სექტემბერს, სამუშაო შეხვედრა დელეგაციის წევრებისთვის და დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მონაწილეობით დახურულ ფორმატში წარიმართება.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები პარლამენტის სასწავლო ცენტრს მოინახულებენ და დისტანციური სწავლების პლატფორმას გაეცნობიან.

















