logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ერთხელ და სამუდამოდ ყველანი შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობით პოლიტიკური ცვლილება აღარ უნდა მოხდეს არასოდეს - ამისთვის არსებობს არჩევნები
გიორგი გახარია: ერთხელ და სამუდამოდ ყველანი შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობით პოლიტიკური ცვლილება აღარ უნდა მოხდეს არასოდეს - ამისთვის არსებობს არჩევნები
12:27 08.09.2019
პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური რადიკალიზაციის პრობლემაზე ისაუბრა.

„როდესაც მე ვსაუბრობდი სიმართლეზე, აქ ხაზგასმით კიდევ მინდა აღვნიშნო, თუ რა არის ჩვენთვის მიუღებელი. ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, პარლამენტზე შტურმს ეძახის გამოხატვის თავისუფლებას. ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ან პირდაპირ მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს, რომ შეჭრილიყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც არის დაცვის ობიექტი და მათ პირდაპირი შტურმი მიიტანეს პოლიციის კორდონზე - ეს ადამიანები დღეს, ამას ყველაფერს სხვადასხვა სახელებით ამკობენ და ამბობენ, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება. მათ უბრალოდ, განცხადების დონეზეც არ უნდათ, თუნდაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველანი შევთანხმდეთ, რომ ამ ქვეყანაში ძალადობით, პოლიტიკური შედეგების და პოლიტიკური კონინუქტურის ცვლილება აღარ უნდა მოხდეს არასოდეს. ამისთვის არსებობს პარლამენტი და ამისთვის არსებობს არჩევნები. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ძირითადი, ფუნდამენტური პრობლემა, როდესაც სიცრუე იკავებს სიმართლის ადგილს. როდესაც მოდელირებული რეალობით ვიღაცა ცდილობს შტურმის ღამეს, მოუგონოს რაღაც სხვა სახელი, ან როდესაც ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასთან, შეიძლება რაღაცით იყოს გამართლებული. პოლიციასთან, რომელიც იცავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სახელმწიფო ინსტიტუტს. უბრალოდ შეუძლებელია, რომელიმე, თუნდაც განვითარებად დემოკრატიულ სახელმწიფოში, მსგავს ქმედებას, მოჰყოლოდა ასეთი შედეგები. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ვუთხრათ მათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა არსებული დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ეს სიმართლე ჩვენ უნდა მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე, თითოეულ პასუხისმგებლიან მოქალაქემდე. ჩვენ ამისთვის ბევრი დრო არ გვაქვს, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ გამოწვევები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, სულ უფრო და უფრო მძაფრი ხდება და ჩვენი პასუხისმგებლობის დონეც იზრდება“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა