პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური
კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრის მიზანი დიპლომატებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კოალიციისთვის მინიჭებული ნომერი 41-ისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტების გაცნობაა.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
დიპლომატებთან შეხვედრას კოალიციის მხრიდან სოზარ სუბარი, მაია ფანჯიკიძე და მანანა კობახიძე ესწრებიან.
როგორც კოალიციაში აცხადებენ, დიპლომატებთან შეხვედრა წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კოალიციის ოფისში ყოველ სამშაბათს გაიმართება.

















