logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სოსო მანჯავიძე: სანამ ეს სიძულვილის აგენტები პოლიტიკურ და საინფორმაციო ველზე ბატონობენ, საქართველოს ჯანსაღი განვითარება შეუძლებელია
სოსო მანჯავიძე: სანამ ეს სიძულვილის აგენტები პოლიტიკურ და საინფორმაციო ველზე ბატონობენ, საქართველოს ჯანსაღი განვითარება შეუძლებელია
14:13 07.09.2019
თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"ეშმაკი იმ დუჟიდან იშვა,რომელიც განრისხებულ ანგელოზს მართალი და წმინდა საქმისათვის ბრძოლისას პირზე მოედო.
ყველაფერი მტვრად იქცევა–ქვეყნები და სისტემები-მარადიულია მართალი საქმისათვის.მებრძოლთა სიძულვილი.
ამის გამო და ამის შემდეგ ბოროტებას დედამიწაზე საზღვარი არა აქვს.
რაც ამას მივხვდი,ვთვლი,რომ პოლემიკის სტილს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს,ვიდრე მის შინაარსს" - პომერანცის ეს სიტყვები პარლამენტში მიმდინარე მოვლენების ცქერისას გამახსენდა.

ფორმა და სტილი,რომლითაც მოქმედებდა ორსახოვანი ნაც-იანუსი,ყოველგვარ აზრს უკარგავდა მსჯელობას,არგუმენტების მოყვანას და საკითხების განხილვას.
როგორც ყველამ ვნახეთ,არც ნივთიერი მტკიცებულება არ არის ამათთვის არგუმენტი.
აწერია არალეტალური, მაგრამ ნადირაშვილისთვის ამას არავითარი მბიშვნელობა არა აქვს.
სელექცია,რომლითაც ეს ადამიანები გამოიყვანეს ასეთი ჯიშობრივი სისუფთავით ყოველგვარი ადამიანურისგან, მართლაც საოცარია.
ასევე საოცარია აგრესიის და სიძულვილის ხარისხი.
ხმები ეშმაკის გამდევნისას ბორგვნილის მიერ გამოცემულ ხმებს ჰგავდა,ამერიკული საშინელებათა ფილმებიდან.
არსებობს ჰიდროსტატიკური კანონის ფენომენი კამათისას. ერთ მხარეს რომ აინშტაინი დააჯინო და მეორე მხარეს სამადაშვილი, ცოტა ხანში, აინსტაინი სამადაშვილს დაემგვანება,რადგან სამადაშვილი მას ლანძღვას დაუწყებს და აინშტაინს თავის დონეზე დაიყვანს.
ამიტომაცაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ეს ეშმაკეული ცოფისგან დუჟმორეული ადამიანები პოლიტიკას ჩამოშორდნენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში გააგრძელებენ ქვეყნის სიძულვილის უფსკრულში ჩათრევას.
ამის შედეგები კი უკვე იმათთვისაც კი ნათელი გახდა, ვისაც გონება კოჰაბიტაციური ბანგით ჰქონდა დაბინდული და ხელოვნურად ინარჩუნებდა დიხოტომიას ძალაუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების მიზნით.
ამ მხრივ გახარიას სიტყვები იმედისმომცემი იყო.
სანამ ეს სიძულვილის აგენტები პოლიტიკურ და საინფორმაციო ველზე ბატონობენ, საქართველოს ჯანსაღი განვითარება შეუძლებელია.
ვერც ხელისუფლებას ეყოლება ჯანსაღი და საგნობრივი ოპონენტი.
უნდა მოხერხდეს ამის მიღწევა 2020 წლის არჩევნებზე,წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებთ სასიკვდილო რბოლას წარმოსახვით წრეზე.,იმ ჭიანჭველების არ იყოს,რომელთა შესახებ ბევრჯერ დამიწერია" - წერს სოსო მანჯავიძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა