logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენი წარმატება შეიძლება იყოს დამყარებული მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივ, მძიმე შრომაზე - მთავრობის, ხელისუფლების და თითოეული მოქალაქის
გიორგი გახარია: ჩვენი წარმატება შეიძლება იყოს დამყარებული მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივ, მძიმე შრომაზე - მთავრობის, ხელისუფლების და თითოეული მოქალაქის
13:16 07.09.2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის ბოლოს, შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა. გიორგი გახარიამ იმ მთავარ პრინციპებს გაუსვა ხაზი, რომელიც ახალი მთავრობის მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები იქნება.

„ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება კონკრეტული ნაბიჯები, ქმედებები და საქმეები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ ახალი ინიციატივები, პროგრამები. ასეთი ინიციატივები კარგი, მათ შორის წარმატებული პროგრამები ბევრი გვაქვს ჩვენ. დღეს უკვე გვჭირდება კონკრეტული საქმეები. თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ქალაქში იქნება ეს თუ სოფელში, სახელმწიფოს განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელსაც ყოველ დღე ხვდება და ამ საჯარო მოხელე, ან შეუძლია მისი პრობლემების მოგვარება, ან არ შეუძლია, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ეფექტიანობა, ქმედითობა, დისციპლინა - ეს იქნება ძირითადი პრინციპები, რომლითაც იმუშავებს ეს მთავრობა. ჩვენ ძირითად აქცენტებს გავაკეთებთ იმ განზომილებებზე, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და რომლებზეც ჩვენ, ზოგჯერ შინაარსობრივად, ზოგჯერ ზედაპირულად დღეს ვისაუბრეთ. ეს გახლავთ, პირველ რიგში, უსაფრთხოება და ამ განზომილების ძირითადი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია. ჩვენი ქვეყნისთვის მეორე, უმნიშვნელოვანესი განზომილება ეს არის ეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება და ამ განზომილების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილები. მესამე უმნიშვნელოვანესი განზომილება, ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარება და აქ ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ განათლება. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის პირობებში, რომელიც იქნება მიმართული კონკრეტული მიზნების, კონკრეტული ქმედებების, კონკრეტული ნაბიჯების და საქმის კეთებისთვის. რომელიც რაც მთავარია იქნება მიმართული ხალხის მსახურებისთვის. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომელზეც იქნება დამყარებული ამ მთავრობის მუშაობა. პლენარული სხდომის ფარგლებში ჩვენ გვექნება საშუალება უკვე შინაარსში შევიდეთ ბევრ საკითხებთან მიმართებაში. სიმბოლურად მინდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა დავასრულო თქვენი ბოლო კითხვით, რომელიც ეხებოდა ბავშვებს და გაჭირვებას. იქ სადაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ სოციალური დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებში, სადაც სამწუხაროდ, ასეთი ბავშვები არსებობენ, არის რამდენიმეჯერ გაზრდილი - დაახლოებით 5-ჯერ. დღეს ეს წარმოადგენს დაახლოებით 50 ლარს და ასეთი დახმარება ეძლევა 140 000 ბავშვს. თუმცა, გვესმის ისიც, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ აქ უნდა დავიცვათ ბალანსი, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეკონომიკის რესურსები არის შეზღუდული, თუმცა აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ პირველ რიგში, ყველაზე მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბავშვების, მათი სოციალური დახმარების, მათი ჯანმრთელობის, მათ განათლებისთვის, რამეთუ, ეს არის ჩვენი მომავალი. ბოლოს, კიდევ ერთი პრინციპი, რომელიც იქნება განმსაზღვრელი ამ მთავრობის მუშაობის გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი, ასე ვქვათ, წარმატება შეიძლება იყოს დამყარებული მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივ, მძიმე შრომაზე - მთავრობის, ხელისუფლების და თითოეული მოქალაქის,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა