პარლამენტში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის
განხილვა დღესაც გრძელდება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი 10:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სხდომა დაიწყო.
მოგვიანებით კი, 14:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქციების: „ქართული ოცნების“, „ქართული ოცნება − კონსერვატორების“, „ქართული ოცნება − მრეწველების“, „ქართული ოცნება − მწვანეების“, „ქართული ოცნება − რეგიონების განვითარებისთვის“, „ქართული ოცნება − ძლიერი ეკონომიკა“, „ქართული ოცნება − ძლიერი საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართება.

















