logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გია ვოლსკი: ძალიან მავნებლური, სექტანტიზმის გამოვლინებაა, როდესაც ადამიანს პოლიტიკური მიზნებით იყენებენ
გია ვოლსკი: ძალიან მავნებლური, სექტანტიზმის გამოვლინებაა, როდესაც ადამიანს პოლიტიკური მიზნებით იყენებენ
14:38 06.09.2019
ეს არის ძალიან მავნე, მავნებლური, სექტანტიზმის გამოვლინება, როდესაც ადამიანს იყენებენ თავისი პოლიტიკური მიზნებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ „სირცხვილიას“ წევრებსა და 20 ივნისს დაშავებულ მაკო გომურზე საშვები იყო დაშვებული, თუმცა მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებდნენ.

ვოლსკის თქმით, ათასობით ადამიანი ითხოვს პარლამენტში საშვებით შეშვებას.

„არ დაიჯეროთ, რომ მხოლოდ ათი ადამიანის მომართვა იყო შემოშვებაზე, ათასობით ადამიანი თხოულობს შემოშვებას პარლამენტში საშვებით ოფიციალურად, მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პრეტენზიებს გამოთქვამს ხელისუფლების მინისტრობის კანდიდატების მიმართ. რასაკვირველია, არამარტო ერთი, არამედ მეორე ნაწილიც არ იქნა დაშვებული ვინაიდან აგრესია, დაპირისპირება საკმაოდ რეალური იყო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება კითხვას, მაკო გომურის თემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური მანიპულაციისთვის ხომ არ გამოიყენა, რადგან გავრცელდა გომურის სტატუსი, რომ თბილისში არ იმყოფება და არც საშვის შესახებ იცოდა რამე, ვოლსკი ამბობს, რომ ამაზე მიმართვა არ ყოფილა.

„დარწმუნებული ვარ, ვიცოდით ამის შესახებ, რომ მომართვა არ ყოფილა ჩვენზე საშვის დაშვების თაობაზე. კითხვა რომ არა, არც ვაპირებდი ამ თემის გამოყენებას, რადგან ჩემი დამოკიდებულება ახალგაზრდა ადამიანის მიმართ უფრო ემოციით შემოიფარგლება, ვიდრე პრაქტიკული აუცილებლობით, რომ ეს თემა გამოვიყენო ოპოზიციის წინააღმდეგ. რადგან კითხვა ისმის, უნდა ითქვას, ეს არის ძალიან მავნე, მავნებლური, სექტანტიზმის გამოვლინება, როდესაც ადამიანს იყენებენ თავისი პოლიტიკური მიზნებით. გამორიცხულია, რომ მე პირადად ამის თაობაზე რამე მეთქვა და გამომეყენებინა ოპოზიციის წინააღმდეგ, თუ არა ეს უზნეო და მავნებლური შემოტევა ამ ადამიანის გვარის გამოყენებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, 20 ივნისს დაშვებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დასწრება მოითხოვეს. მათი თქმით, საშვი დაშვებულია, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა მაკო გომურის სტატუსი, სადაც ის წერდა, რომ თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ ხუთი წუთის წინ გაიგო, რომ მასზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული. თუმცა, სტატუსი მის გვერდზე უკვე აღარ იძებნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა