logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
შალვა კიკნაველიძე: დარწმუნებული ვარ პარლამენტში წარმოდგენილი სამთავრობო გუნდი და პროგრამა აუცილებლად მიიღებს შესაბამის მხარაჭერას
შალვა კიკნაველიძე: დარწმუნებული ვარ პარლამენტში წარმოდგენილი სამთავრობო გუნდი და პროგრამა აუცილებლად მიიღებს შესაბამის მხარაჭერას
15:27 05.09.2019
პარლამენტის წევრმა, შალვა კიკნაველიძემ, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ყურადღება საქართველო-ნატოს ურთიერთობებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.

დეპუტატმა კითხვით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და იმ გეგმებითა და პროექტებით დაინტერესდა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო ნატოსთან მეტად დაახლოების მიზნით უახლოეს მომავალში გეგმავს. უმრავლესობის დეპუტატმა საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარებული ნატოს სწავლებებიც გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო, კვლავ აქტიურად იქნება ჩართული ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში.

სიტყვით გამოსვლისას, შალვა კიკნაველიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს იმ ღონისძიებების შესახებ სთხოვა ინფორმაციის მიწოდება, რომლებსაც ქართული მხარე გამყოფი ხაზის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ახორციელებს. უმრავლესობის წევრმა ქართული საგუშაგოების ირგვლივ ბოლო პერიოდში შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრა და საკითხის დარეგულირების პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.

შალვა კიკნაველიძემ იმედი გამოთქვა, რომ სამთავრობო გუნდი და ახალი სამთავრობო პროგრამა პარლამენტისგან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს. „დარწმუნებული ვარ პარლამენტში წარმოდგენილი სამთავრობო გუნდი და პროგრამა აუცილებლად მიიღებს შესაბამის მხარაჭერას. უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ გუნდს აქვს ქვეყნის განვითარების სწორი ხედვა, პროცესების სწორად მართვის გამოცდილება, რაც დღეს ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გამკლავებაში დაგვეხმარება“ - განაცხადა კიკნაველიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა