უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი
საქართველოში დღეს დაიწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დახვედრის ცერემონია უკვე გაიმართა.
უნგრეთის პრეზიდენტი, იანოშ ადერი თბილისში დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება, რა დროსაც საუბარი შეეხება ორმხრივ თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ეკონომიკური, თავდაცვის და სხვა მიმართულებებით.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.
პრეზიდენტს ასევე შეხვედრა ექნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
იანოშ ადერი აგრეთვე ეწვევა საოკუპაციო ხაზს.

















