logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული, სამწუხაროდ, არ სრულდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულების გამო
თამარ ხულორდავა: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული, სამწუხაროდ, არ სრულდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულების გამო
16:19 04.09.2019
"ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული, სამწუხაროდ, არ სრულდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულების გამო. მონიტორინგის მისია თავის საქმიანობას მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ წინააღმდეგობის გამო. ჩვენ დაწყებული გვაქვს საპარლამენტო კუთხით მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან, რომ ვნახოთ თუ რა მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული ფორმალური შეფასება მოხდეს იმის, თუ როგორ სრულდება ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება. ჩვენ მივმართეთ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და ვითხოვეთ სპეციალური მოსმენის ჩატარება ამ საკითხებზე ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტში" - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს უსმენდნენ.


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე, ლეგალური მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება.

„საკითხის ისე დაყენება, რომ ამ თემის გააქტიურების მიზანი ხალხის ქვეყნის გარეთ გაყვანაა, არის პროცესის სრულიად დამახინჯებულად წარმოჩენა და მე არ მინდა საზოგადოებას ეს განცდა დარჩეს. ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი იქნება, იყო და არის ის, რომ ადგილზე შეიქმნას მეტი დასაქმების შესაძლებლობები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე უკვე არის საზღვრებს გარეთ. ბევრი მათგანი ისეთ ქვეყნებშია, სადაც მათი შრომითი უფლებები საერთოდ უგულებელყოფილია, ისეთ პირობებში უწევთ მუშაობა, სადაც მათი ღირსებაც კი, ზოგჯერ უხეშად არის ხელყოფილი, ამიტომ ის შესაძლებლობები, რასაც ცირკულარული მიგრაცია გვთავაზობს, ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად უნდა გამოვიყენოთ. მისასალმებელია ის, რომ ეს საკითხი დღეს მთავრობის მხრიდან ყურადღების ქვეშ არის. გავაგრძელოთ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა, იმ პრინციპების სრულად დაცვით, რომ ჩვენი პირველი და უპირველესი ამოცანა უნდა დარჩეს ადგილზე, ჩვენი საზოგადოებისთვის დასაქმების მეტი შესაძლებლობების შექმნა. ეს უნდა განვითარდეს თანხვედრაში განათლების სისტემასთან, ჩვენი შრომის ბაზრის განვითარებასთან, მაგრამ ის, რომ ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მაღალი პასუხისმგებლობით და სწორად გააზრებულად ვუყურებთ ამ პრობლემას“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გამოსვლისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის განვითარების გრძელვადიან გეგმაზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ზოგიერთი ევროპელი პარტნიორის აქტიური მხარდაჭერაც იმისთვის, რომ სტრატეგიული განვითარების მიმართულებით ევროკავშირიდან ფინანსები მოვიზიდოთ და არა მხოლოდ ევროკავშირიდან ასევე, სხვა სტრატეგიული პარტნიორებიდან, რათა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და უფრო თავსებადი გავხდეთ იმ სტანდარტებთან, რომელიც არის დამკვიდრებული ევროკავშირში. ჩვენი ეკონომიკური განვითარების დღევანდელი დონე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ახლავე განვახორციელოთ ჩვენი ეს ამბიცია - ევროკავშირის წევრობისა. ამას სხვა ჩვენგან დამოუკიდებელი გარემოებებიც განაპირობებს და ამის მიზეზები ევროკავშირის მხარესაც არის დღეს-დღეობით, მაგრამ ერთ-ერთი სწორედ ისიც არის, რომ ჩვენც არ ვართ სათანადოდ განვითარებული და ეკონომიკურად მზად იმისთვის, რომ სრული ინტეგრირება მოვახდინოთ ამ სივრცეში. ამიტომ მიმაჩნია, რომ საპარლამენტო ძალისხმევასთან ერთად, სამთავრობო პრიორიტეტიც უნდა იყოს ასეთ გეგმის შემუშავება და წარდგენა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა