logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას არ სურს იხილოს, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ძალადობრივი გზით იჭრება სახელმწიფო ინსტიტუტებში
არჩილ თალაკვაძე: არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას არ სურს იხილოს, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ძალადობრივი გზით იჭრება სახელმწიფო ინსტიტუტებში
10:38 04.09.2019
„არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას არ სურს იხილოს, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ძალადობრივი გზით იჭრება სახელმწიფო ინსტიტუტებში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და ძალადობით სურს ცვლილებების მიღწევა - ეს იყო ზუსტად ის, რაც მოხდა 20 ივნისის საღამოს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ძალადობას ლეგიტიმური პასუხი გასცა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა ცალსახად იყო, რომ დაეცვა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სახელმწიფო წესრიგი და კონსტიტუციური ინსტიტუტი - პარლამენტი, მათ ეს გააკეთეს“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განცხადებით, ახალგაზრდების დილით დაწყებული გულწრფელი პროტესტი, პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილმა საღამოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი შეტევისთვის გამოიყენა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები და პოლიციელები, მისივე თქმით, დღემდე, ხელისუფლების მთავარი საზრუნავია, რომ ამ ადამიანებს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაცია ჩაუტარდეთ.

„გსურთ თუ არა იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში და ისეთ სახელმწიფოში, სადაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც საზოგადოებამ არჩევნებში არ დაუჭირა მხარი უმრავლესობით, არ ჩააბარა ხელისუფლება და არ მისცა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა პარლამენტში, შეუძლია ახალგაზრდების დილით დაწყებული გულწრფელი პროტესტი საღამოს გადააქციოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევის ძალადობრივ მოქმედებად? თქვენ გსურთ ცხოვრება სახელმწიფოში, სადაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია საღამოს ძალადობრივად შეიჭრას პარლამენტში და მოახდინოს სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფა? მიაღწიოს ცვლილებებს ძალადობით, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით?!

არც ერთი დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფო არ მოითმენს იმას, რის მოთმენასაც ჩვენ გვთხოვდა ეს პოლიტიკური ჯგუფი. არავინ იფიქროს, რომ „გახარია წადის“ ძახილით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხელისუფლება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა