„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ორგანიზაციის მიერ თბილისსა და რეგიონებში განხორციელებული დაკვირვებისას გამოვლენილ დარღვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ლომჯარიამ დელეგაციასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო მედიაში არსებულ პრობლემებს, ასევე, საარჩევნო კოდექსში არსებულ ხარვეზებს.
„ისინი დაინტერესდნენ არჩევნების დღეს ჩვენი გეგმებით და გამოთქვეს
სურვილი, რომ დაკვირვება ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინირებულად განხორციელდეს“ - განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არჩევნებისთვის საქართველოში ეუთოს 400-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი ჩამოვა.

















