საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ლარსის საბაჟო-გამშვები
პუნქტის მუშაობას გაეცნენ, სადაც ახალი საბაჟო ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სატვირთო ავტომობილებს მოემსახურება.
როგორც ცეზარ ჩოჩელმა განმარტა, გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა და ტვირთბრუნვის მოცულობა საქართველოსა და რუსეთს შორის.
მისი თქმით, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოგვიანებით შვეიცარიელი დამკვირვებლები განთავსდებიან, რომლებიც დააკვირდებიან, თუ რამდენად დაიცავს რუსეთი იმ პირობებს, რომლებიც მან საქართველოს მისცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ.
ამასთან, ვანო მერაბიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში გუდაური-კობის მონაკვეთზე ახალი, ბეტონის საფარიანი გზის დაგება დაიწყება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გზა ყაზბეგის მოსახლეობას დაასაქმებს, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

















