logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენს სახელმწიფოს აკლდა ძირითადი სტრატეგიული განვითარების აქცენტები, რის გამოც ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე
მამუკა ბახტაძე: ჩვენს სახელმწიფოს აკლდა ძირითადი სტრატეგიული განვითარების აქცენტები, რის გამოც ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე
12:49 02.09.2019
ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია და, სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების მიერ შეთავაზებული პროგრამებიც უმეტესად იყო მოკლევადიანი (ხშირად პოპულისტური) და ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო პერიოდზე ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც აქვს საქართველოს და განვითრების იმ ეტაპზე, რომელზეც სახელმწიფო იმყოფება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, რომელთა ერთობლიობა შექმნის სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს.

„სწორედ ამ სტრატეგიული განვითარების ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარება, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა. განვითარების ეს სტრატეგიული მიმართულებები უნდა იყოს მკაფიო, გაზომვადი, რეალისტური და სარგებლობდეს საზოგადოების მხარდაჭერით. ჩემი შეხედულებით, ეს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა:

1) საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრა გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა;

2) განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელი (21-ე საუკუნის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით);

3) განათლება, როგორც ეროვნული იდეა.



სწორედ, აღნიშნული სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს შექმნა და დანერგვა გახდა ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის საფუძველი და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონსესუსი ამ საკითხზე.

ამ მიმართვის მიზანიც გახლავთ ის, რომ მოგახსენოთ, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს ზემოხსენებული მიმართულებაში წარმატების მისაღწევად“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მამუკა ბახტაძე საუბრობს ასევე ხუთ პრინციპზე, რომელიც მთავრობის სამოქმედო გეგმის მთავარ პრინციპებად ჩამოყალიბდა, მათ შორის, ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის − ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და შეუქცევადობის უზრუნველყოფა; ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება ეკონომიკაში; ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა; მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა; ეფექტიანი, გამჭვირვალე, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატიის შექმნა; განათლების, ახალგაზრდობისა და ინოვაციების უპირობო პრიორიტეტად გამოცხადება და ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა და მასზე ზრუნვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა