საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, ბიძინა გეგიძეს უმრავლესობა
დაატოვებინეს.
გადაწყვეტილება ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნული გადაწტვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ბოლო პერიოდში ბიძინა გეგიძის შეხედულებები და პოზიციები მმართველი უმრავლესობის პოზიციებს არ ემთხვევა.
ვოლსკის განცხადებითვე, გეგიძის მხრიდან აგრეთვე ადგილი ჰქონდა შეუთანხმებელ განცხადებებსაც.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












