logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზალკალიანი: პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართულებების გარეშე
ზალკალიანი: პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართულებების გარეშე
15:53 30.08.2019
“პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართულებების გარეშე", - ამის შესახებ საქრათველოს საგარეო სამეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით დიპლომატიური უწყება 24 საათიან მუდმივ კონტაქტზეა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და ხდება მათთვის ინფორმაციის მიწოდება ბოლო განვითარების შესახებ.

“ გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მთელი დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ჩენი ყველა პარტნიორი არის დეტალურად ინფორმირებული და მათი მხრიდანაც არის ყველა მექანიზმი ამოქმედებული იმისთვის, რომ ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად. ვითარების დეესკალაცია აუცილებელია. ყველა, ვინც კი ჩართულია ამ პროცესში და მე მხედველობაში მაქვს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ სიტუაციას და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგანაც სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე”, - განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ვითარების დარეგულირებაში ჩართულია ყველა სუბიექტი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მექანიზმის მონაწილეები "ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ წუთებშიც შეხვედრაზე იმყოფება. ასევე ევროკავშირის მისია, მე მაქვს ჩემ კოლეგებთან კომუნიკაცია, ისინიც არიან ინფორმირებული. ამ სიტუაციაში აუცილებელია განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან. ამიტომ ჩვენი მხრიდან ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი” განაცხადა მინისტრმა. დავით ზალკალიანი სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნული ელჩთან შევხედრის დასრულების შემდეგ გამოემხაურა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა