logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძემ და სან-ტომეს და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში განსახორციელებელი საკითხები განიხილეს
გივი მიქანაძემ და სან-ტომეს და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში განსახორციელებელი საკითხები განიხილეს
13:37 30.08.2019
პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ სან-ტომეს და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსს, სამორა და კოსტა ცესარ ფერეირას შეხვდა.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების სტრუქტურასა და საქმიანობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებს.

„სტუმარს დეტალურად გავაცანი პარლამენტის აპარატის სტრუქტურა, მიმდინარე საქმიანობა, რეფორმები და ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც ღია მმართველობის პარლამენტთან არის დაკავშირებული. ვისაუბრეთ, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემაზე, სასწავლო ცენტრის კომპონენტზე და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, სან-ტომეს და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე ბევრი ისეთი მიმართულებაა განვითარებული, რომელიც ახლა დანერგვის ან განხორციელების ან დაგეგმვის სტადიაზეა მათ პარლამენტში და ამ მხრივ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაზიარება.

„მისი მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ პორტუგალიის პარლამენტთან უკვე მიმდინარე თანამშრომლობის მსგავსად, საქართველოს პარლამენტის აპარატთანაც განისაზღვროს აქტივობათა სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ორი პარლამენტის აპარატის თანამშრომლობას. ჩვენ, მათ მიერ ოფიციალურად გადმოგზავნილ წინადადებებს შევისწავლით და სავარაუდოდ, ბელგრადში, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) ფარგლებში დაგეგმილ აპარატის უფროსების შეხვედრაზე საბოლოოდ შევთანხმდებით რა აქტივობებს განვახორციელებთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა