„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯაბა სამუშიამ ნაძალადევის რაიონში, ციცნაძის ქუჩაზე მცხოვრები
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ნორა თოფურიას ოჯახი მოინახულა.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან მხოლოდ იმ ფართების დაკანონებას ითხოვენ, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ.
„ქდმ“-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, თოფურიას ოჯახი დასუფთავების სამსახურის ყოფილ შენობაშია შესახლებული.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად თბილისში 60-მდე კორპუსი უნდა ააშენოს.

















