logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნუკრი ქანთარია: მწარედ უნდა მოხვდეთ ცხვირში საკუთარი წარსული ყველას, ვინც დღეს ბედავს და პარალელს ავლებს ამ ხელისუფლებასა და იმ რეჟიმს შორის, დღევანდელ თავისუფლებასა და იმდროინდელ დიქტატს შორის, მიშასა და ბიძინას შორის!
ნუკრი ქანთარია: მწარედ უნდა მოხვდეთ ცხვირში საკუთარი წარსული ყველას, ვინც დღეს ბედავს და პარალელს ავლებს ამ ხელისუფლებასა და იმ რეჟიმს შორის, დღევანდელ თავისუფლებასა და იმდროინდელ დიქტატს შორის, მიშასა და ბიძინას შორის!
17:14 22.08.2019
„ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ისტორია მეორდება... ჯერ როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი... უამრავი ფარსის მომსწრე ვართ ამ დღეებში, განსაკუთრებით ფსევდომედიის სახით. მონობა თავისუფლების სახელით - როგორც ჭეშმარიტი სექტის წევრები, ისე წაშალეს დღეს მედიურ მანტიებში გახვეულმა პროკურორებმა ჟურნალისტები, შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ.როგორც ჩანს, მათ ტყუილებისა და მოდელირებული სიუჟეტების გარეშე მუშაობა არ შეუძლიათ და თან ვალდებულებებიც თავის საქმეს აკეთებს - მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ვერ გადააჩვევო, მათზეა ზედგამოჭრილი.
ერთ ჩვენს ნაცნობ ბანკირს კი 2012 წელთან უჩნდება ასოციაციები... სააკაშვილის მორჩილი, მდუმარე იარაღი დღეს თავისუფალი მოქალაქეა და სარგებლობს სწორედ იმ მიღწევით, რაც 2012-მა წელმა მოუტანა. ერთ დღეში მიღებული სპეციალური კანონი „ქართუს“ გაკოტრებისთვის და კრავ ბანკირთა დუმილი... და კიდევ არაერთი ფაქტი. ამიტომ ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის. არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება: მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს;

დუმდა! როცა ხალხს აწამებდნენ, ხვრეტდნენ და მერე ყელზე ქვაგამობმულებს პალიასტომსა და შავ ზღვაში ყრიდნენ;

დუმდა! როცა ბუტასა და სანდროს კლავდნენ; დუმდა 7 ნოემბერს და 26 მაისს; დუმდა! როცა „ქართუს“ აკოტრებდნენ და ბიძინას მოქალაქეობას ართმევდნენ; თუმცა, ალბათ, იმიტომ დუმდა, რომ არ ეცალა - ბანკი „კონსტანტას“, „ელიტ ელექტრონიქსის“ წართმევით იყო დაკავებული და უკვე აღარ ვიცი...

ხალხის გატყავებაში თანამეინახეობისთვის დააჯილდოვა მიშამ (უ)ღირსობის ორდენით თუ დუმილისთვის, რომელიც ოქროა? ახლა დიდგულობა ადვილია. გაბედვას დიდი ფიქრი არ სჭირდება. ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია ჩვენი, ვინც ვიბრძოდით იმ დროს, როცა შენ დუმდი! იმიტომ ვიბრძოდით, რომ არ შეგშინებოდა და გაგებედა.

ჩვენ გავიმარჯვეთ - შენ ბედავ, შენც კი... არასოდეს უნდა დააყვედროს „ოცნებამ“ არც ერთ ქართველს 1-ლი ოქტომბრის მონაპოვარი, არასოდეს. მაგრამ მწარედ უნდა მოხვდეს ცხვირში საკუთარი წარსული ყველას, ვინც დღეს ბედავს და პარალელს ავლებს ამ ხელისუფლებასა და იმ რეჟიმს შორის, დღევანდელ თავისუფლებასა და იმდროინდელ დიქტატს შორის, მიშასა და ბიძინას შორის!

დრო ყველაფერს მალე დაალაგებს. თუმცა ვისაც თვალი და ყური უჭრის, დამნახავი უკვე უნდა ხედავდეს და ვფიქრობ, ხედავს კიდეც ვინ ვინ არის და ვის რა უნდა ქვეყნისთვის...“ - წერს ქანთარია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა