კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
როგორც კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნიუსპრესს“ განუცხადა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას კოალიციის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან საუბრის შემდეგ მიიღებს.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი განხილვას საჭიროებს, რადგან 80 მილიონი ლარი, რომელიც ივანიშვილმა ბიუჯეტში გადარიცხა, ადგილობრივმა რწმუნებულებმა და მათმა ოჯახებმა პრემიების სახით დაირიგეს, იგი სტიქიით დაზარალებულებს არ მოხმარებია.
„ამ თემაზე არ მისაუბრია ბატონ ბიძინასთან, ჩამოვყალიბდებით და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რაც თქვენთვისაც გახდება ცნობილი. სრულიად უსაფუძვლოა ჯარიმა, რომელიც სასამართლომ დაგვაკისრა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია და ყოველგვარი კანონის ჩარჩოებს გასცდა“ - აღნიშნა კალაძემ.
სასამართლომ კახა კალაძეს 17 მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

















