logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგლა ბარამიძე იმედის ფილმზე: სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!
გიგლა ბარამიძე იმედის ფილმზე: სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!
16:19 18.08.2019
"ნახევრად სიმართლე -სიმართლე არ არის. ახლა ვეძებდი და ვერ ვნახე, ხელმეორედ მსურდა 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით ,,იმედის" ეთერში გასული გახმაურებული ფილმის ხილვა. თურმე საიტიდან აუღიათ" - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივნმა, გიგლა ბარამიძემ სოციალურ ქსელში განაცხადა.

მისი თქმით, ისტორიულ დოკუმენტებად ქცეული რეალური ფაქტების გამომზეურებამ, დანაშაულის სამართლიანად მხილების უტყუარობამ არ უნდა დააეჭვოს ავტორები.

"ბატონო ავტორებო, რამ შეგაშფოთათ? რამ დაგავიწყათ ჭეშმარიტების კლასიკა - სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!

ფილმი საავტოროა და რამდენიმე შეფასება, შესაძლოა, სადავო იყოს ან ვერ გაიზიარო, მაგრამ ისტორიულ დოკუმენტებად ქცეული რეალური ფაქტების გამომზეურებამ, დანაშაულის სამართლიანად მხილების უტყუარობამ რატომ უნდა დააეჭვოს ავტორები, ვერ გამიგია!

ჩვენ, ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა", ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოვუწოდებდით ,,ქართულ ოცნებას", რომ სამართლიანობის აღდგენის ზოგადსაკაცობრიო იდეალები, დამნაშავის, კერძოდ კი, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის კანონიერ მხილებასა და დასჯაზე გადის!
ერის გამთლიანება და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა სისხლიან რეჟიმთან თანაარსებობა - კოჰაბიტაციით კი შეუძლებელია!

გახსოვდეთ, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება და მორიელი ვერ გადაეჩვევა დაგესვლას, ისე ნაციონალური რეჟიმის ადეფტ-ლიდერები ჩადენილს არასოდეს აღიარებენ!" - წერს გიგლა ბარამიძე.

ის ასევე კობი-გუდაურის მაგისტრალის თემასაც შეეხო.

"ვერ ხედავთ, რა თქვა ამას წინათ სააკაშვილმა, კობი-გუდაურის მშენებარე მაგისტრალი - ახალი როკის გვირაბიაო? როცა თვითონ არის "როკის გვირაბი", რადგან პერსონალურად მისმა მოღალატეობრივმა ქმედებებმა განსაზღვრა რუსის ჩექმის დაბრუნება საქართველოში. დღემუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ როკის გვირაბიდან შემოგრიალებული სამხედრო არმადა - მიწაზე შიშით მფორთხავი მთავარსარდლისა და პრეზიდენტის მიერ ქართული სახელმწიფოს, მისი ხალხის და ისტორისს წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის პირდაპირი და თვალსაჩინო მტკიცებულებაა.

- ამიტომ, თუ ამბობ სიმართლეს, თქვი ბოლომდე!

-სხვისი არ ვიცი, ჩვენ კი ამას შევძლებთ!" -წერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გიგლა ბარამიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა