„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, ნინო ბურჯანაძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მისთვის გასაკვირი
არ არის, რადგან ისინი ერთი ბანდის წევრები არიან.
ამის შესახებ მან „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
გუგავას განცხადებით, კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და მმართველ პარტიაში შევარდნაძე-სააკაშვილის პოლიტიკური ნარჩენები „არიან შეყრილები“.
მისივე განცხადებით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ერთმანეთთან პოლიტიკური და ფინანსური ვალდებულებები აქვთ.
„ივანიშვილი, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი და სააკაშვილი ის ბანდაა, რომელმაც ხალხი გააღატაკა და ის მძიმე მდგომარეობა შექმნა, რაც დღეს ქვეყანაშია“ - განაცხადა გუგავამ.
მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციის“ დროს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა 6 მლნ ლარი.
მისივე თქმით, მდგომარეობა დღესაც უცვლელია და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ველი ხელოვნურად აქვთ გაყოფილი.
„ეს არის კასტა, რომელმაც პოლიტიკური მოედანი ხელოვნურად გაყო. ხელში უპყრიათ ქვეყნის ეკონომიკა, ბიზნესი და ეროვნული სიმდიდრეები, სანამ ჩვენს ქვეყანაში ეს სიტუაცია არ შეიცვლება, გაღატაკებულ ხალხს არაფერი ეშველება“-განაცხადა გუგავამ.
მისივე თქმით, არჩევნებში „ლეიბორისტული პარტიის“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება, რადგან გუგავას განცხადებით, ისინი პარტიის დევიზს - „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“ გაამართლებენ.

















