logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოსო არჩვაძე: აქსიომაა - სადაც მიდის გზა, კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა - იქ სიღარიბე უკან იხევს
სოსო არჩვაძე: აქსიომაა - სადაც მიდის გზა, კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა - იქ სიღარიბე უკან იხევს
17:03 16.08.2019
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში კობი-ქვეშეთის ახალი გზის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება.

„მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია, ანუ ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო...საკმარისი იყო პირველი კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულიყო ქვეშეთი-კობის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, რომ მედიასაშუალებები „გაივსო“ აღნიშნული პროექტის ოპონენტების ისტერიული პასაჟებით - თითქოს, მისი რეალიზაცია გზას უხსნის რუსეთს საქართველოს სრული ოკუპაციისკენ.

ამ ორკესტრირებულ გამოსვლაში აშკარად გამოირჩევიან „გუშინდელნი“ - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ უკანასკნელში კი - საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღეს ის ამ პროექტის რეალიზაციის დაუშვებლობაზე საუბრობს, მაშინ როდესაც წლების წინათ, პრეზიდენტის უფლებამოსილებით აღჭურვილი, ყოველმხრივ განადიდებდა ამ პროექტს და მისი რეალიზაციის შემდეგ დაბა ყაზბეგს „თბილისის გარეუბნად“ შერაცხვასაც კი ჰპირდებოდა.

„გუშინდელნის“ მუცლის გვრემა აშკარაა: ის, რაც არ ემსახურება მათ პარტიულ და პიროვნულ ინტერესებს, ის მიუღებელი და საზიანოა. ისინი მოქმედებენ პრინციპით: „ჩემი ურგები ქოთანი - ქვას და ლობიო - ძაღლს“, ანუ აბსოლუტიზმის პერიოდის ცნობილი ფრანგული წარმომავლობის ნათქვამის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, „ჩემს გარეშე ქვეყანა თუნდაც წარღვნას წაუღიაო“. თანაც, აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყების გამო სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატში ამჟამინდელი ხელისუფლების დადანაშაულება ერთგვარი მცდელობაა პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისა იმ კატასტროფის გამო, რაც საქართველოს დაუდგა წინა ხელისუფლების პერიოდში 2008 წლის აგვისტოში და რომლის მწარე შედეგებს ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად „იმკის“.

ფაქტი ისაა, რომ საქართველო ვერ შეძლებს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ჰაბის როლის შესრულებას, თუ მას არ ექნა სრულფასოვანი, თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში საგზაო. დღეისთვის კი საქართველოში საავტომობილო გზების სიგრძე ყოველ ერთ კვადრატულ კილომეტრზე თურქეთთან შედარებით - 2-ჯერ, საბერძნეთთან შედარებით - 3-ჯერ, ხოლო შვეიცარიასთან შედარებით (რომელიც არანაკლებ მთაგორიანია, ვიდრე საქართველო) 6-ჯერ ნაკლებია!იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმს, უნიკალური ლანდშაფტითა და ისტორიული ძეგლებით მათ დაინტერესებას, ხელს შეუწყობს მთელი გზის მანძილზე მიტოვებულ და დაცარიელებულ დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობის დაბრუნებას.

საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთი საშუალოდ ყოველწლიურად 40 და მეტი დღე მძიმე კლიმატური, მეტეოპირობების გამო ვერ ფუნქციონირებს. აღნიშნული სატრანსპორტო დერეფანი საერთაშორისო დატვირთვისაა. მისი ოთხივე სეზონის, მთელი წლის მანძილზე უსაფრთხო ექსპლუატაცია გააუმჯობესებს ტვირთბრუნვას და მგზავრთბრუნვას არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ ჩვენი მეზობელი სომხეთისთვისაც, სადაც საქართველოს სამხედრო გზას „სიცოცხლის გზასაც“ კი უწოდებენ. ამის გათვალისწინებით ჩვენმა ქვეყანამ სატრანსპორტო-ეკონომიკური პოლიტიკა ისე უნდა წარმართოს, რომ მოახდინოს მეზობლებთან დაძაბულობისა და უნდობლობის ფაქტორის მაქსიმალური კონვერტაცია ორივე მხარის მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებლიანობაში.

ფაქტობრივად, ამავე ასპექტით შეიძლება საუბარი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც. - მართალია, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გეოპოლიტიკური ინტერესი ჯერჯერობით მთლიანად თრგუნავს მის ეკონომიკურ ინტერესსა და სარგებლიანობას, მაგრამ ჩვენი პოლიტიკით უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოსთან მისი ეკონომიკური სარგებლიანობის მასშტაბმა გადაფაროს ის ხარჯები, რასაც ეს სახელმწიფო ეწევა თავისი ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სტატუსისა და რეგიონული „ჰეგემონობის“ დემონსტრირებისათვის.

გზის მშენებლობაზე უარის თქმა კი მაგონებს ძველ არაკს ერთი სოფლის ბედოვლათ მცხოვრებლებზე, რომლებმაც იმის გამო რომ სოფელს ქორი შეეჩვია და წიწილებს იტაცებდა, მტაცებელი ფრინველისგან მათ დასაცავად... ხიდი დაწვეს.

აქსიომაა: სადაც მიდის გზა, კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა - იქ სიღარიბე უკან იხევს. ამიტომ, ინფრასტრუქტურის განვითარება და მასში მოწინავე, ცივილიზებული ქვეყნების მაქსიმალური ჩართულობა (ფინანსურად, ორგანიზაციულად, ინსტიტუციურად) იქნება იმის ძირითადი გარანტი, რომ საავტომობილო გზების დაჩქარებული მშენებლობა იქცეს არა მარტო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების მყარი საფუძველი, არამედ საქართველო აქციოს მეზობელი და არამეზობელი, მეგობარი (და არამეგობარი!) ქვეყნებისთვის უფრო მეტად საინტერესო და ანგარიშგასაწევ პარტნიორად“. - წერს სოსო არჩვაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა