დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების
ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ.
საქართველოში იაპონიის ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"მართლაც სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ოჯახები სხვადასხვა მხარეს ახალი ბარიერების აღმართვის გამო. შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით. იაპონია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. იმედი მაქვს, რომ ეს გაურესებული მდგომარეობა უმოკლეს ხანში გამოსწორდება. ოჯახების გახლეჩვა მართლაც რომ სერიოზული პრობლემაა, და მე სრულიად მესმის და თანავუგრძნობ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს განცალკევება შეეხოთ“ -განაცხადა საქართველოში იაპონიის ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ.

















