"ორი თვის წინ შსს მინისტრს გახარიას სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე იმ აქტივობაზე,
ამოტრიალებული მანქანებით რომ გაავსეს მთელი ქალაქი - კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" : რა იყო ამ კამპანიის მიზანი, რა დაუჯდა ეს ბიუჯეტს და რა შედეგები დადგა. ჩემი აზრით ეს იყო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ერთერთი მკაფიო მაგალითი და როგორც ჩანს ამაზე შსს მინისტრს პასუხი არ აქვს" - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გახარიამ დაარღვია კანონი, რადგან ყველა მინისტრი ვალდებულია, კონკრეტულ ვადაში უპასუხოს დეპუტატის კითხვას.
"კანონის ძალით და ნებისმიერ მინისტრს და საჯარო უწყებას ევალება, რომ კონკრეტულ ვადაში უპასუხოს პარლამენტარის სადეპუტატო შეკითხვას , გახარიამ უგულებელყო და დაარღვია კანონი.
აუხსნას ეხლა გახარიამ საზოგადოებას რატომ დაარღვია კანონი ?!" - განაცხადა დეპუტატმა.

















