logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: თუ ვიღაცამ მიუღებლად შეაფასა კონკრეტული ფაქტი, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლობას და დანაშაულს გამორიცხავს?
მამუკა მდინარაძე: თუ ვიღაცამ მიუღებლად შეაფასა კონკრეტული ფაქტი, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლობას და დანაშაულს გამორიცხავს?
19:22 15.08.2019
“თუ ვიღაცამ მიუღებლად შეაფასა კონკრეტული ფაქტი, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლობას და დანაშაულს გამორიცხავს?“ - ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს.

„ორი დღეა ვუყურებ ვნებათაღელვას იმედზე გასული რეპორტაჟის თუ ფილმის გამო. არ მქონდა ნანახი და როგორც იქნა ვნახე მეც. ის ნაწილი, სადაც საუბარია შეფასებაზე, რომ თითქოს ოკუპანტი ქვეყანა იძულებული გახდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილიყო, ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია და ვერც ამ ლოგიკას გავიზიარებ ვერასდროს ძალიან ბევრი მიზეზის გამო!..

მეორეა, რა უხარიათ ნაც. მოძრაობის წარმომადგენლებს და რა ჟივჟივი აქვთ ატეხილი. დანარჩენ ნაწილზე და იქ მოტანილ ფაქტებზე რა პასუხები აქვთ, ჩამოვწერეთ ეს კითხვაც?! და თუ ვიღაცამ მიუღებლად შეაფასა კონკრეტული ფაქტი, ეს მათ მავნებლობას და დანაშაულს გამორიცხავს?! მაშველ რგოლად გინდათ გამოიყენოთ ტელეკომპანიაში გასული რომელიღაც ავტორის პოზიცია?! არ გამოვა, არ გამოგაყენებინებთ! ამის გარდა, დღემდე არ გაუციათ პასუხი ფაქტებიდან გამომდინარე კითხვებზე, რომელთა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რატომღაც იმ ფილმში არ მოხვდა:

1. რატომ ჩაწერა მიხეილ სააკაშვილმა 9 აგვისტოს ბრძანებულებაში, რომ რუსეთის ჯარები მხოლოდ 8 აგვისტოს შემოვიდნენ საქართველოში და რატომ დაუჭირა ამას მხარი მაშინდელმა პარლამენტმა?!

2. რატომ დაუჭირა მხარი ნაციონალურმა მოძრაობამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას, სადაც საომარი მოქმედებების დამწყებ მხარედ საქართველოს სამხედრო ძალები იყვნენ მოხსენიებული, ხოლო რუსები - საპასუხო შეტევის.

3. რატომ არ მიმართა გაეროს აგრესორის შეჩერების მოთხოვნით?

4. რატომ გააუქმა პრაქტიკულად ყველა სამშვიდობო და მოლაპარაკების ფორმატი? აღარაფერს ვამბობ, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევაზე და სხვა მსგავს მავნებლობებზე (კითხვები შევამცირე ნაცების ტრადიციული ტყუილების და დემაგოგიის გამოსარიცხად).

მე ზუსტად ვიცი - გამყიდველობა, მავნებლობა და ღალატია ამისი რეალური პასუხი, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებზე კითხვებს მაინც უნდა უპასუხონ, - კიდევ უფრო კარგად რომ გამოჩნდეს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა უპასუხობაც პასუხია.

#რუსეთიოკუპანტია #ნაცმოძრაობამავნებელია #ოკუპაციადასრულდება“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გავიდა ფილმი სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”. სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში „ნაციონალური მოძრაობისა“ და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა