logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: დროა, სწორი დასკვნები არა ნაცმოძრაობისა და მათი ლიდერის მონაყოლიდან, არამედ იქიდან გავაკეთოთ, რა შედეგით დასრულდა ყველაფერი
დიმიტრი ხუნდაძე: დროა, სწორი დასკვნები არა ნაცმოძრაობისა და მათი ლიდერის მონაყოლიდან, არამედ იქიდან გავაკეთოთ, რა შედეგით დასრულდა ყველაფერი
13:29 15.08.2019
„დროა, სწორი დასკვნები არა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ლიდერის მონაყოლიდან, არამედ იქიდან გავაკეთოთ, რა შედეგით დასრულდა ეს ყველაფერი“, - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების მოსაპოვებლად ნებისმიერი ფასის გადამხდელია, თუნდაც ეს ქვეყნისა და საზოგადოების ყოფნად ღირდეს.

„მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საომარ მოქმედებებში რომ იმ მიზნით ჩართულიყო, რასაც გვიყვება, თითქოს ის ქართული სახელმწიფოს ერთიანობას იცავდა, მიუხედავად განცდილი მარცხისა, მის ბრალეულობას არავინ შეეხებოდა. მაგრამ ვითარება სხვაგვარად იყო. მისი პოლიტიკური ფასი და სანდოობა საზოგადოებაში ადეკვატურად დაბალი იყო და ამ ვითარების გამოსასწორებლად ყველაზე სახიფათო გზა აირჩია. რუსეთს დანაშაულებრივ ქმედებაში ხელი შეუწყო და მიუხედავად მსოფლიო ლიდერების არაერთი გაფრთხილებისა, შეიარაღებული კონფლიქტის აქტიური მონაწილე გახდა და „წაგებული თამაში“ დაიწყო. წააგო, რა თქმა უნდა, ქვეყანამ, სარგებელი კი მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღეს. საზოგადოების პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშა და ამით „ქვეყნის მხსნელისა“ და „მებრძოლის“ იმიჯი მოირგო. როგორც ისინი ამბობენ, „სუნთქვა გაუმჯობესდა“ და 2008 წელი აგვისტოს უმძიმესი დღეების მიუხედავად „ზეიმიც შედგა“.

პირადად მათ საზეიმო ნამდვილად ჰქონდათ, ქვეყანამ კი ლამის „სუნთქვა გააჩერა“. რეალურად კი მივიღეთ კიდევ მეტი და უფრო მყარად ოკუპირებული ტერიტორიები, გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეები, დაღუპული, გმირი მებრძოლები და საერთაშორისო ასპარეზზე შერყეული იმიჯი. გაეროს უშიშროების საბჭოზე კი, უჩვენოდ, რუსეთი წარდგა. კონფლიქტის მოგვარებას უფრო მეტად დავშორდით.

ამიტომ დროა, სწორი დასკვნები გავაკეთოთ, არა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ლიდერის მონაყოლიდან, არამედ იქიდან, რას და როგორ აკეთებდნენ ისინი და რა შედეგით დასრულდა ეს ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო ბრძოლაც განწირული იქნება მარცხისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმისადმი დამოკიდებულება ზედაპირზე დევს. ისინი ძალაუფლების მოსაპოვებლად ნებისმიერი ფასის გადამხდელები არიან, თუნდაც ეს ქვეყნისა და საზოგადოების ყოფნად ღირდეს. ჩვენ ასეთი „სახიფათო თამაშის“ მომსწრე რამდენიმე კვირის წინაც გავხდით“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა